რა გაძვირდა/გაიაფდა საქართველოში ოქტომბერში - როგორია ინფლაციის დეტალური ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის 21.9%-იანმა, კომუნალური ხარჯების 10.1%-იანმა და ჯანდაცვის 8.4%-იანმა გაძვირებამ მოახდინა.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. ამ სექტორში ფასები წლიურად 21.9%-ით გაიზარდა, მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯები 30.3%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურება 14.5%-ით გაძვირდა.
3.1%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასებიც. განსაკუთრებით გაძვირდა თევზეული - 20.2%-ით, ხორცი - 7.6%-ით, ზეთი და ცხიმი - 7%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო - 5.7%-ით, ხოლო პური და პურპროდუქტები - 4%-ით.
წლიურ ჭრილში საცხოვრებელთან და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ფასები 10.1%-ით გაიზარდა, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი გაძვირებამ 8.4% შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, განათლების ჯგუფში ფასები 12%-ით შემცირდა, რაც ძირითადად უმაღლესი განათლების 32.9%-ით გაიაფებამ განაპირობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…