ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა - რამ იქონია გავლენა
საქსტატის ცნობით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 0.04%-ით შემცირდა.

ოქტომბერში საქართველოში პროდუქციის წარმოება წლიურად გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი მცირედით გაიაფდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ოქტომბრის მონაცემებით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.04%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ანუ წლის ჭრილში 3.5%-ით გაიზარდა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ
შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 1.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში
აღსანიშნავია ფასების მატება ნედლ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე (82.7%);
დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაც
მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.91 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა
კვების პროდუქტებზე (3.7%), კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (51.5%);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.25 პროცენტული პუნქტით იქონია
გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით:
ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია
გავლენა.
რაც შეეხება წინა თვესთან შედარებით პროდუქციის მწარმომებელთა ფასების ინდექსის შემცირებას, 2026 წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები 2.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…