პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ასტონ ვილას“ მწვრთნელის, უნაი ემერის დანიშვნით ინტერესდება. ბირმინგემული კლუბი ემერის გაშვებას არ გეგმავს, რადგან მას 2029 წლამდე გაფორმებული კონტრაქტი აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
სპორტალი

ავტორიტეტულმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ამჟამინდელი თავკაცის უნაი ემერის მიწვევით სერიოზულადაა დაინტერესებული.

"წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ დამრიგებელ მაიკლ კერიკს მძიმე დროება უდგას, სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცეს და თუ შესაძლოა, სანაკრებო პაუზის დროს გაათავისუფლონ.

ასეთ შემთხვევაში, "ოლდ ტრაფორდზე" ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად სწორედ ბასკ მწვრთნელს განიხილავენ, მის ალტერნატივად კი იულიან ნაგელსმანი და ედი ჰაუ იქნებიან.

თავის მხრივ, ემერის, რომელიც ბირმინგემულ კლუბს 2022 წლიდან ავარჯიშებს და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს ძალაში, "ასტონ ვილას" პროექტის უმნიშვნელოვანეს წევრად მიიჩნევენ და გუნდიდან მისი წასვლა არ სურთ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები