"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარის, პოლ რობინსონის განცხადებით, შექმნილი მძიმე ვითარების გამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩაბარება არავის მოუნდება და მაიკლ კერიკი კლუბში აღარ დარჩება. „იუნაიტედს“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის შესაძლო გადადგომაზე ისაუბრა.
"წითელი ეშმაკების" მოუგებელი სერია უკვე 8 მატჩს ითვლის.
"ვერ გეტყვით, დარჩება თუ არა კერიკი, რადგან კლუბში არსებული ვითარების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს. ხელმძღვანელობამ შესაძლოა სხვა გზა აირჩიოს და კერიკს ვერავინ დაადანაშაულებს, თუ თავად გადაწყვეტს, რომ დროა, ახალი მიმართულებით წავიდეს. არ მგონია, რომ ის დარჩეს.
მეორე მხრივ, თუ სიტუაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" პოზიციიდან შევხედავთ, ვინ უნდა მიიწვიონ? საერთოდ, რა სურთ მათ? უნაი ემერი "წითელ ეშმაკებში" მუშაობაზე უარს იტყვის და ვინ ისურვებს ამ კლუბის ჩაბარებას? დღევანდელი მდგომარეობისა და არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით, მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება", - განაცხადა რობინსონმა.
შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
ციტატები სტატიიდან
„ვერ გეტყვით, დარჩება თუ არა კერიკი, რადგან კლუბში არსებული ვითარების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს. სხვადასხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს. ხელმძღვანელობამ შესაძლოა სხვა გზა აირჩიოს და კერიკს ვერავინ დაადანაშაულებს, თუ თავად გადაწყვეტს, რომ დროა, ახალი მიმართულებით წავიდეს. არ მგონია, რომ ის დარჩეს. მეორე მხრივ, თუ სიტუაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" პოზიციიდან შევხედავთ, ვინ უნდა მიიწვიონ? საერთოდ, რა სურთ მათ? უნაი ემერი "წითელ ეშმაკებში" მუშაობაზე უარს იტყვის და ვინ ისურვებს ამ კლუბის ჩაბარებას? დღევანდელი მდგომარეობისა და არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით, მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება“
„მუშაობაზე უარს იტყვის და ვინ ისურვებს ამ კლუბის ჩაბარებას? დღევანდელი მდგომარეობისა და არსებული სტრუქტურის გათვალისწინებით, მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…