კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ მაიკლ კერიკს ბოლო შანსი მისცა. talkSPORT-ის ინფორმაციით, კერიკი გუნდს „რომასთან“ და „ასტონ ვილასთან“ უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც მისი ბედი გადაწყდება.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე "ჩელსისთან" 0:2 წააგო, ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო, ჯამში 9 შეხვედრაა არ მოუგია და ბევრი მოელოდა, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელ მაიკლ კერიკს გაათავისუფლებდა, რაც ჯერჯერობით არ მოხდება.
talkSPORT-ის ინფორმაციით, მას გუნდის ხელმძღვანელობა ბოლო შანსს მისცემს. კერიკი ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" და პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილასთან" კვლავ გუნდის დამრიგებელი იქნება და თუ ამ მატჩებშიც უარყოფითი შედეგი ექნება, სანაკრებო პაუზის დროს გაათავისუფლებენ.
ბრიტანული მედია უკვე მის შესაძლო შემცვლელებზეც წერს და ასეთებად ედი ჰაუ და იულიან ნაგელსმანი სახელდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…