პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ასტონ ვილამ" ფრედ, 4:4 ითამაშეს. მატჩის მიწურულს, 92-ე და 96-ე წუთებზე გატანილი გოლებით მანჩესტერელებმა ანგარიშში სხვაობა აღადგინეს და ქულა მოიპოვეს.

პრემიერლიგის მე-10 ტურში გასავარდნ ზონაში მყოფმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.

ალისონისა და ნიკოლას ჯექსონის გოლებით შეხვედრის საწყის 4 წუთში "ასტონ ვილა" წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა.

მე-16 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, იური ტილემანსმა კი სხვაობა აღადგინა.

თითქოს მეორე ტაიმში მაიკლ კერიკის გუნდს შეხვედრაში გარდატეხა უნდა მოეხდინა, თუმცა 48-ე წუთზე დიოგუ დალოს შეცდომას სენე ლამენსის კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც გოლად ჯონ მაკგინმა აქცია, 53-ე წუთზე კი გორეტცკამ "ასტონ ვილას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და "მანჩესტერთან" ჩამორჩენა კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა.

92-ე წუთზე პატრიკ დორგუმ ჯერ ჯოშუა ზირკზეს გაატანინა, 96-ე წუთზე კი თავად დანიელმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 8 ქულით მე-18 ადგილზეა და კვლავ გასავარდნ ზონაშია. "წითელი ეშმაკები" მორიგ შეხვედრას 22 ნოემბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ "ენფილდზე" გამართავენ.

"ასტონ ვილა" 13 ქულით მე-10 ადგილზეა. უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი 21 ნოემბერს "სანდერლენდს" დაუპირისპირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები