ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა | საქსტატი
საქსტატის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 8.4%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად სტომატოლოგიური სერვისი (16.27%) და ანტიბიოტიკები (13.88%) გაძვირდა.

საქსტატის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 8.4%-ით არის გაძვირებული - ამის შესახებ ოქტომბრის ინფლაციის ანგარიშში არის აღნიშნული. მთლიანობაში ჯანდაცვის სექტორში ფასების მატება ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
კონკრეტული მიმართულებებიდან ყველაზე მეტად - 16.27%-ით არის გაზრდილი სტომატოლოგიური სერვისი (კბილის ამოღება); მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკების ფასი, რაც წლიურად 13.88%-ით არის გაძვირებული; მესამეზე კი ასევე სხვა სახის სტომატოლოგიური სერვისია (კბილის დაბჟენა) ზრდა +13.81%-ით. ექიმის მომსახურება (თერაპევტის კონსულტაცია) კი 11.76%-ით არის გაძვირებული.
რაც შეეხება ფასის კლებას, თერმომეტრის საფასური წლიურად 3.17%-ით არის შემცირებული; ხოლო ქირურგიული მომსახურება კი 0.9%-ით.
#
მიმართულება
ფასების წლიური ზრდა
1
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება)
16.27%
2
ანტიბიოტიკები
13.88%
3
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა)
13.81%
4
თერაპევტის კონსულტაცია
11.76%
5
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
9.01%
6
ექოსკანირება
8.65%
7
სისხლის ანალიზი
6.57%
8
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები
5.68%
9
შპრიცი
4.52%
10
წნევის საზომი აპარატი
3.77%
11
ვიტამინები
2.02%
12
სათვალის ლინზები
1.71%
13
საავადმყოფოს მომსახურება
0.97%
14
ბამბა
0.68%
15
სამშობიარო მომსახურება
0.00%
16
ქირურგიული მომსახურება
-0.90%
17
თერმომეტრი
-3.17%
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…