ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურად მოტივირებული სია და მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიაში შეიყვანა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სპეკულაციად, მიზანმიმართულ დეზინფორმაციად და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა, მმართველი გუნდის შეფასებით, სპეკულაცია და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშის გამოქვეყნების მიზანი კი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ორგანიზაციის შეფასებები აჩვენებს იმ დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს, რომელიც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…