პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოთბილისის მერიაქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, „ქართული ოცნების“ დონორების კომპანია შპს Construction Service-მა 23 დღეში 41.1 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები გაიფორმა, მათგან ორი — უკონკურენტოდ.

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI
ალია

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი – ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი დონორი ხარ – ამის შესახებ “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს.

TI-ის ინფორმაციით, შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო:

27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ).

5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ).

8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ.

“საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” აღნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული.

პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია.

საქართველოში ბიუჯეტის ფულით ყოფილი ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის სპონსორები მდიდრდებიან”- აღნიშნავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიგამჭვირვალობა: მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გამჭვირვალობა: მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები