პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები კითხვებს აჩენს, რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა მიანიშნებს, რომ კოორდინირებული მოქმედებით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობენ

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ექსპერტ დავით ჩიხელიძის მტკიცებით, რადიკალური ოპოზიციისა და რუსეთის პოზიციების თანხვედრა მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ.

დავით ჩიხელიძე: სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები კითხვებს აჩენს, რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა მიანიშნებს, რომ კოორდინირებული მოქმედებით "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობენ
რუსთავი 2

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, დიალოგის აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, უპირველესად კი, საქართველოს სუვერენიტეტი, დეოკუპაცია, სავაჭრო ურთიერთობები და ა.შ. სწორედ იმ საკითხებს წარმოადგენს, რომლებზეც საუბარი და გამოსავლის ძიება აუცილებელია. დიალოგი არ ნიშნავს დათმობას, მით უფრო, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, პრობლემების მოუგვარებლობა და ურთიერთობის სრული ჩაკეტვა არსებულ რეალობას ვერ შეცვლის, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგნელის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს, ასევე, დამატებით საბაბს უქმნის ოპოზიციას, გააძლიეროს ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ არსებული პროპაგანდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ცდილობენ.

"პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს. იქნება ეს ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსების შესახებ საუბარი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ჰუმანიტარული ინიციატივები, მათ შორის, უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის საკითხი, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ინიციატივები საქართველოში რადიკალური ოპოზიციისთვის დამატებით საბაბს ქმნის, გააძლიეროს პროპაგანდა ხელისუფლების თითქოსდა პრორუსულობის შესახებ.

განსაკუთრებით თვალში საცემია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პოზიცია. წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა რუსეთის თემას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებდა და დღესაც იმავე გზას აგრძელებს. პარადოქსულია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია და არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. შესაბამისად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ხმამაღლა საუბრობენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, გაიხსენოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას დაუტოვა.

ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებიც ცალკე შეფასებას საჭიროებს. თუ მათი ინიციატივები საბოლოოდ იმ პოლიტიკური ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს, რომლებიც საქართველოს შიდა დაპირისპირების გაღრმავებით არიან დაინტერესებული, მაშინ ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ეს, თავად რუსეთის მიერ დეკლარირებულ ურთიერთობის მოწესრიგების ინტერესს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვითონ სააკაშვილის სტატუსი, რომელიც მან დაწერიდან მალევე წაშალა, სადაც სააკაშვილი ვარდების რევოლუციაში რუსეთის როლს აღნიშნავს და ვარდების რევოლუციას რუსეთს მიერ მხარდაჭერილ პროცესად აფასებს, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილი სწორედ რუსული პროექტი იყო და რუსეთი დღემდე ცდილობს, საკუთარი აგენტურის დახმარებას. ნაციონალური მოძრაობის,(რადიკალური ოპოზიციის) და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნების, მიანიშნებს რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ცდილობენ," - წერს დავით ჩიხელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო ფოჩხუა გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე: ჩამოიშალა ნაცების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ პრორუსულობის შესახებ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ყოფნა რუსეთის სამსახურშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები