ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევით, სამცხე-ჯავახეთში წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266 მილიონზე მეტ ლარს ის 5 კომპანია ინაწილებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 676,000 ლარი შეწირეს. ორგანიზაციის ცნობით, 121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე გაიცა.

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI
წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TITV პირველი

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხების შესახებ წერს.

კვლევის თანახმას, წყლის სამუშაოებისთვის გამოყოფილ 266,103,541 ლარს ის 5 სამშენებლო კომპანია ინაწილებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 676,000 ლარი შეწირეს.

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე.

სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების სამი ტენდერი „ქართული ოცნების” შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ მოიგეს: ორი - „გზამ“, ერთი კი - „ინვესტ გრუპმა“.

„გზის“ ამ ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 90.8 მილიონი ლარია, „ინვესტ გრუპის“ კონტრაქტისა კი 30.5 მილიონი. ერთად ეს რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების საერთო ღირებულების 45.5%-ს შეადგენს.

შესაბამისად, ამ პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის თითქმის ნახევარი კონკურენციის გარეშე მოგებულ ტენდერებზე მოდის, - წერია კვლევაში.

ნახეთ კვლევა სრულად

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
8 თვეში „ოცნებამ“ ბიზნესისგან 5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო – კვლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები