პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მტკიცებით, ევროპარლამენტარები „სხვის გადახდილზე მოცეკვავეებს“ ემსგავსებიან და რეზოლუციებით საქართველოში აქციების მუხტის გაზრდას ცდილობენ.

ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ
იმედინიუსი

ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, რომელმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატები შეაფასა.

„ადვილი მისახვედრია, რომ ყველა დებატი თუ რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტში, ერთი მხრივ უკავშირდება თავისი აგენტურის საქართველოში გაძლიერებას, მაგრამ ამავდროულად, პირდაპირ დროში თანხვედრაშია რომელიღაც დაგეგმილი აქციის წინა პერიოდთან, იმისთვის რომ უფრო მეტად გაზარდონ მუხტი.

სწორედ ასეთი დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, სადაც ითხოვდნენ ისეთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი; იმ პატიმრების განთავისუფლებას, რომლებიც უკვე განთავისუფლდნენ იქიდან გამომდინარე, რომ თავად აღიარეს ბრალი და რაც მთავარია, იმ დამნაშავეების უდანაშაულოდ გამოყვანის მცდელობა იყო, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა. ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ, რათა კონკრეტული დაკვეთა შეასრულონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროპარლამენტში 25 ნოემბერს საქართველოს შესახებ მომზადებულ 6 რეზოლუციაზე იმსჯელეს. ევროდეპუტატები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებზე მორიგი რეზოლუციის მიღებას გეგმავენ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი – ევროპარლამენტში დებატები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიქნიონ თითი და მათი მითითებებით ვიმოქმედოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები