პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამჭვირვალობა: მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებათბილისის მერია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, გივი კუბლაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 359 ათასი ლარი შესწირა, 41.1 მილიონი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები გააფორმა.

გამჭვირვალობა: მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
ფორმულა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მერიის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 359 ათასი ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო.

გამჭვირვალობის ცნობით, აღნიშნული კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი.

საუბარია შპს Construction Service-ზე, რომელმაც სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიუჯეტის ფულით ყოფილი ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის სპონსორები მდიდრდებიან.

"23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი - ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი დონორი ხარ.

შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო:

27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ).

5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ).

8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ.

ვინ დგას მილიონიანი კონტრაქტების უკან? კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული.

პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი - ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი დონორი ხარ. შპს Construction Service-მა სექტემბერ-ოქტომბერში სახელმწიფო ტენდერებიდან ყველაზე მსხვილი, 41.1 მილიონი ლარის ღირებულების 3 ხელშეკრულება გაიფორმა. აქედან ორი ტენდერი სრულიად უკონკურენტოდ მოიგო: 27.9 მილიონი ლარი „საქართველოს მელიორაციისგან“ ფოთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის (უკონკურენტოდ). 5 მილიონი ლარი თბილისის მერიისგან ქალაქში საყრდენი კედლების მოსაწყობად (უკონკურენტოდ). 8 მილიონი ლარი ისევ თბილისის მერიისგან მტკვრის სანაპიროზე კედლის სარეაბილიტაციოდ. ვინ დგას მილიონიანი კონტრაქტების უკან? კომპანიის მფლობელებს შორის არიან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გივი კუბლაშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ცვარიანი. მათ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 359 000 ლარი აქვთ შეწირული. პარტიული ლოიალობა მათთვის ძალიან მომგებიანია. 2014 წლიდან კომპანიამ ჯამში 266 მილიონ ლარზე მეტის 73 ტენდერი და 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო. მეტიც, 2023 წელს მოგებული 60.5 მილიონიანი ტენდერის ღირებულება, რომელიც ახალი ავტობაზის მშენებლობას გულისხმობდა, მერიამ 2026 წლის სექტემბერში დამატებით 6 მილიონი ლარით (ზუსტად 10%-ით) გაუზარდა, სამუშაოების ვადა კი 2 წლით გადაუწია“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TIწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები