მიხეილ ყაველაშვილი - თანამედროვე სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი და მრავალგანზომილებიანია, პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მრავალგანზომილებიანი საფრთხეების პირობებში სწორედ პროფესიული დიპლომატია წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს. მან დიპლომატის დღეს აღნიშნა, რომ საქართველო ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე დგას.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის დიპლომატიის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა დიპლომატებს სახელმწიფოს სახელით პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ისტორია მუდმივი დიპლომატიური ბრძოლისა და სტრატეგიული ლავირების გზაა.
“ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოებრივი უწყვეტობის, ქრისტიანული სულიერებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად კი ქართველ ხალხს ბრძოლის ველზე გამოვლენილ სიმამაცესთან ერთად, დიპლომატიური სიბრძნე, სტრატეგიული მოთმინება და გააზრებული მოქმედება სჭირდებოდა”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომებზე, მზარდ იდეოლოგიურ პოლარიზაციასა და ტექნოლოგიურ საფრთხეებზე.
“ჩვენ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე ვდგავართ, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ პირობებში ქართველი დიპლომატების მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება და ქვეყნის, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტის განმტკიცება”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა
მიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”
მიხეილ ყაველაშვილი: “ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
ციტატები სტატიიდან
„ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოებრივი უწყვეტობის, ქრისტიანული სულიერებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად კი ქართველ ხალხს ბრძოლის ველზე გამოვლენილ სიმამაცესთან ერთად, დიპლომატიური სიბრძნე, სტრატეგიული მოთმინება და გააზრებული მოქმედება სჭირდებოდა“
„ჩვენ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე ვდგავართ, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ პირობებში ქართველი დიპლომატების მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება და ქვეყნის, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტის განმტკიცება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…