მიხეილ ყაველაშვილი: “ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მსოფლიო ახალი მრავალპოლარული წესრიგის ფორმირების ზღვარზე დგას, სადაც უსაფრთხოების არქიტექტურა ფუნდამენტური რყევების პროცესშია და ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

„დღეს მსოფლიო იმყოფება ურთულეს, გარდამავალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა გლობალურ წესრიგს, ფუნდამენტური რყევების პროცესშია. ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომები, მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური საფრთხეები ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვების ფასი უკიდურესად მაღალია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს.
ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია – გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.
მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს.
გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა
მიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”
მიხეილ ყაველაშვილი - თანამედროვე სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი და მრავალგანზომილებიანია, პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…