პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თანამედროვე გლობალურ სამყაროში პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს წარმოადგენს.

მიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”
POSTV

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე — თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა. ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა

გადაკვეთის გზაჯვარედინზე.

იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე — ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება.

სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც, ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური აქტორების სტრატეგიული მიზნები.

საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც, ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს.

თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს“, — აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა
  2. POSTVსამთავრობომიხეილ ყაველაშვილი: “ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი - თანამედროვე სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი და მრავალგანზომილებიანია, პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრი: „ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები