პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია" - ცერემონიების სასახლეში დიპლომატიის დღე აღინიშნა

საქართველოს მთავრობა

ცერემონიების სასახლეში დიპლომატიის დღე აღინიშნა, სადაც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების სხვა ლიდერებმა გლობალური ომების, ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე ქართული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ქვეყნის ხმა საერთაშორისო ასპარეზზე - ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების გატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - ცერემონიების სასახლეში დიპლომატიის დღე აღინიშნა. სწორედ ქართველი დიპლომატების როლზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე ომებისა და მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაციის ფონზე, ქართველი დიპლომატების როლი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია - ამ სიტყვებით მიმართა დიპლომატებს მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა აქცენტი, ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური სამსახურის უფრო მეტად განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა საქართველოს მთავრობის მიზანია.

დიპლომატიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ქართველ დიპლომატებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმატებით განაგრძონ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკა სენტიმენტების სფერო არ არის და სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ამის გაცნობიერება კი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობაა.

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, ეროვნული ინტერესების დაცვა და ისეთი საერთაშორისო გარემოს უზრუნველყოფაა, რომელიც ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატებს სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოები გადასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები