პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა მოლდოვაში WOAH-ის რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც ცხოველთა დაავადებებსა და ბიოლოგიურ საფრთხეებზე იმსჯელეს.

ლაშა ავალიანმა მოლდოვაში გამართულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ორგანიზებულ რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

სემინარზე განხილული იყო ცხოველთა პრიორიტეტული დაავადებებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დროს სტრუქტურირებული რისკის კომუნიკაციის მნიშვნელობის, პრევენციული და საკონტროლო ღონისძიებების ქვეყნებს შორის სინქრონიზაციის საკითხები.

"ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რისკების დროულ იდენტიფიცირებას, პრევენციული მექანიზმების გაძლიერებასა და შესაძლო საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სემინარის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკის კომუნიკაციის პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის დროულ გაცვლას, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მოქმედებასა და შესაძლო ბიოლოგიურ საფრთხეებზე ეფექტიან რეაგირებას.

რეგიონული სემინარი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები