მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა
დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორია მუდმივი დიპლომატიური ბრძოლისა და ლავირების ისტორიაა, ხოლო საერთაშორისო უსაფრთხოების რყევების ფონზე პროფესიული დიპლომატია ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს წარმოადგენს.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ხაზი გაუსვა თარიღის მნიშვნელობას, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე - თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა. ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთის გზაჯვარედინზე. იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე - ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება.
სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური აქტორების სტრატეგიული მიზნები.
საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს.
თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს.
დღეს მსოფლიო იმყოფება ურთულეს, გარდამავალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა გლობალურ წესრიგს, ფუნდამენტური რყევების პროცესშია. ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომები, მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური საფრთხეები ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვების ფასი უკიდურესად მაღალია. ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს.
ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია -გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე.
მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს.
გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამიხეილ ყაველაშვილი: “თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს”
მიხეილ ყაველაშვილი: “ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
მიხეილ ყაველაშვილი - თანამედროვე სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი და მრავალგანზომილებიანია, პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ქართული დიპლომატიის დღე - თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის უკვდავ სახელსა და მის მემკვიდრეობას უკავშირდება. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიაა. ჩვენი სამშობლო ასწლეულების მანძილზე იმყოფებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთის გზაჯვარედინზე. იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი უწყვეტობა, ქრისტიანული სულიერება და ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენს ერს სჭირდებოდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამოვლენილი გამორჩეული სიმამაცე, არამედ უმაღლესი რანგის დიპლომატიური სიბრძნე - ზოგჯერ სტრატეგიული მოთმინება, ზოგჯერ კი უაღრესად ფრთხილი, გააზრებული და პრაგმატული მანევრირება. სწორედ ამ მუდმივმა ეგზისტენციალურმა გამოწვევებმა ჩამოაყალიბა საქართველოს უნიკალური ნიშა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენი სამშობლო ისტორიულად წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კულტურათა შეხვედრის სივრცეს, რაც მოითხოვდა ისეთი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას, სადაც ეროვნული ინტერესების უზენაესობასთან ერთად, სიღრმისეულად იყო გააზრებული რეგიონული და გლობალური აქტორების სტრატეგიული მიზნები. საქართველო საუკუნეების მანძილზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მშვიდობისმყოფელის მისიას, რაც რეგიონში ცივილიზაციათა დიალოგისა და ძალთა ბალანსის უზრუნველყოფას გულისხმობდა. დღესაც ჩვენი ეროვნული დიპლომატიის უმთავრესი სტრატეგიული ვექტორი სწორედ ეს უნდა გახდეს. თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს. დღეს მსოფლიო იმყოფება ურთულეს, გარდამავალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა გლობალურ წესრიგს, ფუნდამენტური რყევების პროცესშია. ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომები, მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიური საფრთხეები ქმნის გარემოს, სადაც შეცდომის დაშვების ფასი უკიდურესად მაღალია. ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ქართველი დიპლომატების როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ გეკისრებათ უდიდესი მისია -გაატაროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები და განამტკიცოთ საქართველოს, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე. მსურს, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მსახურებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თქვენთან ერთად ღირსეულად ატარებენ ამ საპატიო ტვირთს. გილოცავთ დიპლომატის დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…