ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-მ ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრების სიაში წელსაც შეიყვანა. ორგანიზაციის განცხადებით, ის „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია და ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს.
ივანიშვილი „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია. RSF-ის შეფასებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.
წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩამონათვალში ასევე არიან ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მეთოდებისა, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აქვთ - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოების დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვება.
ორგანიზაციამ ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…