შალვა პაპუაშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაზე - მიზანია, ბიძინა ივანიშვილისთვის ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანის მიზანი მისთვის ზიანის მიყენება და საქართველოსთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებების იძულებაა.

მათი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ, „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას გამოეხმაურა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილია შეყვანილი.
მისივე თქმით, მსგავსი ორგანიზაციების მიმართ სანდოობა აღარავის აღარ აქვს და მათი მცდელობების მიუხედავად, „საბოლოო ჯამში თავს სასაცილოდ იხდიან”.
„ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა რომ აღარ აქვთ, უკვე ვხვდებით. აშშ-ს ადმინისტრაციას ვუსმინეთ, Amnesty International-ს და ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს, რას საუბრობდნენ. ეს ორგანიზაციები იმისთვის არიან შექმნილები, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენები მოახდინონ და სხვადასხვა ყალბი ანგარიშებით საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ეს ამ ორგანიზაციების მთელი ქსელია, რომელზეც კარგია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ღიად საუბრობს. აქამდე აშშ-ს ადმინისტრაცია მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობდა, მაგალითად USAID-ზე, რომელიც თაღლითობასა და სხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაში ამხილეს. ახლა კი საუბრობენ საერთაშორისო მოქმედ ორგანიზაციებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება. იმ ქსელის, რომლის ერთადერთი მიზანი სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარებაა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მათი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ცდილობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თავს სასაცილოდ იხდიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაშია, რომლებიც მედიაზე გავლენას ეკონომიკურად ახდენენ.
ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის პროფილში წერს, რომ „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს მთავრობის უკან რეალურ ძალად რჩება“.
„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში 35-მდე პირს შორის არიან მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო; თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სიაში წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც არის შეყვანილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა რომ აღარ აქვთ, უკვე ვხვდებით. აშშ-ს ადმინისტრაციას ვუსმინეთ, Amnesty International-ს და ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს, რას საუბრობდნენ. ეს ორგანიზაციები იმისთვის არიან შექმნილები, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენები მოახდინონ და სხვადასხვა ყალბი ანგარიშებით საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ეს ამ ორგანიზაციების მთელი ქსელია, რომელზეც კარგია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ღიად საუბრობს. აქამდე აშშ-ს ადმინისტრაცია მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობდა, მაგალითად USAID-ზე, რომელიც თაღლითობასა და სხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაში ამხილეს. ახლა კი საუბრობენ საერთაშორისო მოქმედ ორგანიზაციებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება. იმ ქსელის, რომლის ერთადერთი მიზანი სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარებაა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მათი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ცდილობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თავს სასაცილოდ იხდიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…