პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა

ქართული ოცნებატელეიმედირუსთავი 2ტვ პირველისაქართველოს პარლამენტი

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-მ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა და აცხადებს, რომ მისი გავლენით ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად გამოიყენება.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა
ინტერპრესნიუსი

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაშია, რომლებიც მედიაზე გავლენას ეკონომიკურად ახდენენ.

ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის პროფილში წერს, რომ „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს მთავრობის უკან რეალურ ძალად რჩება“.

„მისი ბიზნეს-იმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს, მკაცრი კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მედიასივრცეზე, კერძოდ პროსამთავრობო ტელეარხების მეშვეობით, როგორებიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენის ქვეშ, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის ჩახშობისთვის: ფინანსური ზეწოლით, რეპრესიული კანონებით, ცენზურითა და სამართლებრივი დევნით. დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტიგმატიზება ხდება, მათ აშინებენ და აჩუმებენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პროფილში.

ასევე, ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის პროფილში 2026 წელს აფასებს:

დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება, რომლის საჩივარიც უზენაესმა სასამართლომ უარყო და რომლის ვადამდე ადრე გათავისუფლების მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.

ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს.

მაუწყებლობის მარეგულირებლით მანიპულირება, რათა სადამსჯელო ზომები მიიღოს, ისეთი ტელეარხების წინააღმდეგ, როგორებიც „ფორმულა“ და „ტვ პირველია“, მათ შორის, მთავრობის მიმართ კრიტიკული გამონათქვამების გამოყენების აკრძალვით.

ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და დამსჯელი ზომების მიღება, მათ შორის პარლამენტში აკრედიტაციის შეზღუდვა.

„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში 35-მდე პირს შორის არიან მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო; თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სიაში წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც არის შეყვანილი.

ცნობისთვის, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების 2026 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა
  2. ალიაოპოზიციურიივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა – მედია
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიRSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
  4. ფორმულაოპოზიციურიRSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს მთავრობის უკან რეალურ ძალად რჩება“
„მისი ბიზნეს-იმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს, მკაცრი კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მედიასივრცეზე, კერძოდ პროსამთავრობო ტელეარხების მეშვეობით, როგორებიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენის ქვეშ, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის ჩახშობისთვის: ფინანსური ზეწოლით, რეპრესიული კანონებით, ცენზურითა და სამართლებრივი დევნით. დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტიგმატიზება ხდება, მათ აშინებენ და აჩუმებენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები