ომის ლობისტები - ვინ აფინანსებს აქციებს ევროპაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„იმედის კვირის“ ცნობით, ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი მიიღეს, რაც შემდგომ არეულობას მოხმარდა.

ევროპა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. პარიზი, ბრიუსელი, მადრიდი, ლისაბონი, მილანი, ტირანა, ბერლინი - სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე აქციებს სულ უფრო ხშირად ახლავს ძალადობა, პოლიციასთან დაპირისპირება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები და ინფრასტრუქტურის განადგურება. უმძიმესი მოვლენების ფონზე აქტუალობას არ კარგავს კითხვა, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პროტესტს აორგანიზებენ?
გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ რომ, ევროკავშირის დაფინანსება არაერთმა ორგანიზაციამ მიიღო, რომელთა საქმიანობაც რადიკალურ საპროტესტო მოძრაობებსა და პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს უკავშირდება.
რატომ განსხვავდება ევროკავშირის რეაქცია ძალადობრივ აქციებზე ევროპაში და საქართველოში? სად გადის ზღვარი სამოქალაქო აქტივიზმსა და პოლიტიკურ ჩარევას შორის და რა პასუხისმგებლობა ეკისრება დონორს, როდესაც მის მიერ გაცემული თანხები შესაძლოა, თავდაპირველი მიზნისგან განსხვავებულად იხარჯებოდეს?
ჟურნალისტები წერენ, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.
უცხოელ კოლეგებს ხატია იობიძე და ნინო ჯაფარიძე ესაუბრენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…