პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროტვ პირველისაქართველოს პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო. მომხდარს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციაც მოჰყვა, სადაც ცხოველთა დახოცვის შეწყვეტასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

შსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე
რადიო თავისუფლება

ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების პარალელურად, დღეს, 1 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიასთნ საპროტესტო აქციაც დაიგეგმა, სადაც აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დამნაშავეების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრების დაწყებას მოითხოვენ.

რა მოხდა

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა კადრები, რომლებშიც, სიუჟეტის მიხედვით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს მარხავენ.

საგამოძიებო მასალის გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

პეტიციის ავტორები მიუთითებენ მოქალაქეთა მონათხრობებზეც ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ. მათი თქმით, სატელევიზიო კადრებში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, -ნათქვამია პეტიციაში.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უარყო ბრალდებები ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ და განაცხადა, რომ კადრებში ასახულია კანონმდებლობით დაშვებული პროცესი, ხოლო ტერიტორია განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით მომკვდარი ცხოველების ნეშტების დასამარხად.

სააგენტოს განმარტებით, სამარხში მოთავსებულია დაავადებების, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად, ასევე ბუნებრივი მიზეზებით მომკვდარი ძაღლების ნეშტები.

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია“, -აცხადებს სააგენტო.

უწყება ასევე ეხმაურება მოქალაქეების მიერ ცხოველთა სამარხების გათხრისა და ნეშტების ამოღების შემთხვევებს. მათი შეფასებით, მსგავსი ქმედებები უკანონოა და სანიტარიულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

სააგენტოს განცხადებით, სამარხების თვითნებურმა გახსნამ და ნეშტების გადაადგილებამ, შესაძლოა, ბიოლოგიური დაბინძურება გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  2. ალიაოპოზიციურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  3. TV პირველიოპოზიციურიცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მასობრივ დახოცვაზე ბრალდებებს უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები