ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რასაც წინ უძღოდა ტალინის გადაწყვეტილება რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების დახურვის შესახებ.

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ესტონელმა დიპლომატმა უწყების შენობა ნახევარი საათის შემდეგ დატოვა. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახუროს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან “ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ” მიიღეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…