მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაა - მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ განადგურებას აპროტესტებენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები მიუსაფარი ცხოველების განადგურებას აპროტესტებენ და მონიტორინგისა და სურსათის ეროვნული სააგენტოების თანამშრომელთა დასჯას ითხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილი მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ განადგურებას აპროტესტებენ და საგამოძიებო უწყებებისგან კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ თბილისისა და გორის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოების თანამშრომლებს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს.
უფლებადამცველების პროტესტი ახალი ძალით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალურ ქსელში სამარხებიდან გადაღებული კადრები გავრცელდა. ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ყრიან ღამით, ფარულად მოკლული ძაღლების ცხედრებს სამარხებში.
ჩვენი კატეგროიული მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ზოოფაშზმი, რაც უკვე ჩვეულებრივ ფაშიზმში გადავიდა კალაძის პირით. თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ძაღლების ხოცვა-ჟლეტასთან ერთად ისინი უკვე ადამიანებზე გადავლენ, რაც კალაძემ უკვე თქვა, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…