პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს მთავრობატვ პირველითბილისის მერია

შსს-მ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო. უფლებადამცველები საპროტესტო აქციას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ, ხოლო თბილისის მერია ცხოველთა მასობრივი და მიზანმიმართული ხოცვის შესახებ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ინტერპრესნიუსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დღეს 18:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დამნაშავეების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრების დაწყებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე
  3. TV პირველიოპოზიციურიცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ცხოველთა სამარხების გახსნა უკანონოა” – მერიის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები