პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს მთავრობა

შსს-მ ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ მიუსაფარი ძაღლების მასობრივი დამარხვის კადრები გაავრცელა. პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველებისადმი ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.

ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
TV პირველი

ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს.

ამასთან, დღეს, 1 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  2. ალიაოპოზიციურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ყველა ძაღლს სახეზე ეტყობა ნატანჯი სიკვდილი“ - თბილისში აღმოჩენილ ცხოველთა სამარხებზე მოქალაქეები გამოძიებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები