ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას - მიხეილ სარჯველაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახლო მომავალში კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ ბინას. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსებში 1,600 დევნილი ოჯახი დასახლდება, ხოლო პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დევნილთა განსახლების მიმართულებით მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე მსგავსი პროექტები არსებითად ცვლის იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს და სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის რეალური დადასტურებაა.
"აქ თქვენ ხედავთ დღეს 11 კორპუსს, რომელიც მოიცავს 2 426 სრულად გარემონტებულ ბინას. ხედავთ კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას, გამწვანებით, სტადიონებით, ბავშვთა სივრცეებით. სხვადასხვა მასშტაბის მსგავსი პროექტი ამჟამად ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს და შედეგად, ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას. ჯამში, თითქმის 300 მილიონი ლარის ღირებულების ეს პროექტები, თბილისის ამ, 280 მილიონი ლარის ღირებულების პროექტთან ერთად, პარალელურად მიმდინარე სხვა ისეთ პროექტებთან ერთად, რომელიც აქ იყო ნახსენები და ეს გახლავთ მაგალითისთვის "სოფლად სახლი", არსებითად შეცვლის დევნილი ოჯახების განსახლების მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ეს არის არა უბრალოდ ვალდებულების შესრულება, არამედ დევნილ მოსახლეობაზე ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილი ზრუნვის დადასტურება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ 7 კორპუსში 1600 დევნილი ოჯახი დასახლდება. პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2280 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი - 1600 დევნილ ოჯახს თბილისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა
- რუსთავი 2საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა, რომ დღეიდან აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია - კახა კალაძე
- POSTV1600 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ •
- იმედინიუსიკახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
- POSTVკახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი
- რუსთავი 2ახალი ბინები 1600 დევნილ ოჯახს - თვალჭრელიძის ქუჩაზე უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დასრულებულია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…