მიხეილ სარჯველაძე დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების ახალ ინიციატივაზე: უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ორშაბათიდან დაიწყება განცხადებების მიღება
დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ბინის ლოდინი ან სოფლად დასახლება არ სურთ, სახელმწიფო თითოეულ წევრზე 10 000 ლარის კომპენსაციას შესთავაზებს — ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განცხადებების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება და პროცესი 38 000-მდე ოჯახს შეეხება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამა "სოფლად სახლისა" და ბინების მშენებლობის პარალელურად, იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც არც ბინის ლოდინი და არც სოფელში დასახლება სურთ, ექნებათ სრულად ნებაყოფლობითი არჩევანი, უძრავი ქონების ნაცვლად კომპენსაცია მოითხოვონ.
პროგრამა შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფა ამ დრომდე არ მიუღია. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ ასეთი დაახლოებით 38 000 ოჯახი რჩება.
"გვაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ე.წ. სოფლად სახლი. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ სოფლად დასახლდეს, ამისთვის საჭირო განსაზღვრული თანხა არსებობს, აძლევს სახელმწიფო, თუ მოიტანს მაგალითად მტკიცებულებას, რომ აპირებს შეიძინოს სოფელში სახლი და შესაბამისად, იქ გადავიდეს.
ბუნებრივია, რომ ამაზე გამოყოფილია შესაბამისი თანხა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება, არც ბინის ლოდინის სურვილი ჰქონდეს და არც მაგალითად, სოფელში ცხოვრების სურვილი არ ჰქონდეს. მას ექნება შესაძლებლობა, სრულიად ნებაყოფლობით, რომ მოითხოვოს ამის ნაცვლად კომპენსაცია, საშუალოდ ეს გამოდის დაახლოებით იგივე თანხა, რაც არის "სოფლად სახლის" პროექტისთვის გათვალისწინებული.
შესაბამისად, ვისაც არ აქვს მიღებული ამ დრომდე დაკმაყოფილება და არ ირიცხება იმ ოჯახთა სიაში, რომელსაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ყველა ასეთ ოჯახს შეეძლება მომართვა.
ახლა მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ჩვენ გვრჩება დაახლოებით 38 000 დევნილი ოჯახი, რომელიც გასასტუმრებელია. აი ამ ოჯახებთან მიმართებაში, ეს პროგრამები ბუნებრივია, რომ გაგრძელდება. "სოფლად სახლიც", ბინების მშენებლობაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას ერთნაირი საჭიროება არ აქვს.
უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ორშაბათიდან რეალურად დაიწყება განცხადებების მიღებაც, იქნება კონკრეტული პერიოდი განსაზღვრული, რომლის განმავლობაშიც ჩვენ მივიღებთ განცხადებებს, ამ განცხადებებს ბუნებრივია დასჭირდება განხილვა, შემოწმება, მაგალითად, არ აღმოჩნდეს იქ სიაში ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს მიღებული სახელმწიფოსგან დაკმაყოფილება და ასე შემდეგ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ციტატები სტატიიდან
„გვაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ე.წ. სოფლად სახლი. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ სოფლად დასახლდეს, ამისთვის საჭირო განსაზღვრული თანხა არსებობს, აძლევს სახელმწიფო, თუ მოიტანს მაგალითად მტკიცებულებას, რომ აპირებს შეიძინოს სოფელში სახლი და შესაბამისად, იქ გადავიდეს. ბუნებრივია, რომ ამაზე გამოყოფილია შესაბამისი თანხა, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება, არც ბინის ლოდინის სურვილი ჰქონდეს და არც მაგალითად, სოფელში ცხოვრების სურვილი არ ჰქონდეს. მას ექნება შესაძლებლობა, სრულიად ნებაყოფლობით, რომ მოითხოვოს ამის ნაცვლად კომპენსაცია, საშუალოდ ეს გამოდის დაახლოებით იგივე თანხა, რაც არის "სოფლად სახლის" პროექტისთვის გათვალისწინებული. შესაბამისად, ვისაც არ აქვს მიღებული ამ დრომდე დაკმაყოფილება და არ ირიცხება იმ ოჯახთა სიაში, რომელსაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ყველა ასეთ ოჯახს შეეძლება მომართვა. ახლა მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ჩვენ გვრჩება დაახლოებით 38 000 დევნილი ოჯახი, რომელიც გასასტუმრებელია. აი ამ ოჯახებთან მიმართებაში, ეს პროგრამები ბუნებრივია, რომ გაგრძელდება. "სოფლად სახლიც", ბინების მშენებლობაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას ერთნაირი საჭიროება არ აქვს. უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ორშაბათიდან რეალურად დაიწყება განცხადებების მიღებაც, იქნება კონკრეტული პერიოდი განსაზღვრული, რომლის განმავლობაშიც ჩვენ მივიღებთ განცხადებებს, ამ განცხადებებს ბუნებრივია დასჭირდება განხილვა, შემოწმება, მაგალითად, არ აღმოჩნდეს იქ სიაში ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს მიღებული სახელმწიფოსგან დაკმაყოფილება და ასე შემდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.