280 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი - 1600 დევნილ ოჯახს თბილისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებულ 1600 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 280 მილიონ ლარამდე ღირს, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ სივრცეებსა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართა. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ახლად აშენებულ 7 კორპუსში 1600 ოჯახი დასახლდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე სულ 11 კორპუსს, 2426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს. 4 კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა, რომ დღეიდან აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია - კახა კალაძე
- რუსთავი 2ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას - მიხეილ სარჯველაძე
- POSTV1600 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ •
- იმედინიუსიკახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
- POSTVკახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი
- რუსთავი 2ახალი ბინები 1600 დევნილ ოჯახს - თვალჭრელიძის ქუჩაზე უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დასრულებულია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…