პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოთხოვნა შეუძლია

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილ ოჯახებს ბინის ნაცვლად თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლებათ, რისთვისაც წელს ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოთხოვნა შეუძლია
რუსთავი 2

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კომპენსაციის ოდენობა დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი იქნება.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, დევნილი ოჯახების გარკვეულ ნაწილს თავად აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ან უკვე შეიძინა საცხოვრებელი ფართი და ამ ეტაპზე, ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.

„სწორედ მათთვის გავაჩინეთ დამატებითი შესაძლებლობა - იცით, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და დევნილი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხდება რიგითობის დაცვა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლოა მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში ბინის ლოდინი“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, უახლოეს დღეებში დაზუსტდება, სად და რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო კომპენსაციის მისაღებად. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წელს, ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ბუნებრივია, ისევ ნებაყოფლობითი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობისა და სოფლად სახლის პროგრამებიც. ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ აქტიურია სახელმწიფო - წელს, დაახლოებით, 1 700 ოჯახი დავაკმაყოფილეთ ბინით და 2 700-მდე ბინა კიდევ ექვემდებარება გადაცემას. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით, 16 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში. წელს კიდევ 2 000 ოჯახთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილთა განსახლების საკითხი, გეტყვით, რომ 2012 წლამდე ამ სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის არის გათვალისწინებული 240 მილიონი და ესეც მზარდია. 2012 წლამდე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რაოდენობა იყო 19 000 და აქედანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერვე დაკავებული ფართები დაუკანონეს. 2012 წლიდან ვითარება არსებითად შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ დადებითისკენ. გაზრდილი ბიუჯეტის გარდა, რიცხვები ასახავს ამ ყველაფერს - დაახლოებით, 45 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ბუნებრივია, დევნილთა განსახლება პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამაზე: ეს დამატებითი შესაძლებლობაა დევნილი ოჯახებისთვის, რომ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი პროგრამა შეარჩიონ. ერთადერთი პირობა, რაც არის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს შესრულებული ის მოვალეობა, რომელიც უკავშირდება განსახლების ვალდებულებას
  2. NEWS.GEმიხეილ სარჯველაძე: დევნილმა მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს კომპენსაცია... ეს უსასრულო ვერ იქნება
  3. POSTVსამთავრობომიხეილ სარჯველაძე დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამაზე: „ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, რომ მოლოდინის რეჟიმში მყოფმა დევნილმა ოჯახმა უარი თქვას რიგში დგომაზე და კომპენსაციის სახით თანხა მოითხოვოს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სწორედ მათთვის გავაჩინეთ დამატებითი შესაძლებლობა - იცით, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და დევნილი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხდება რიგითობის დაცვა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლოა მათთვის უფრო ხელსაყრელი იყოს, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში ბინის ლოდინი“
„პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ბუნებრივია, ისევ ნებაყოფლობითი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობისა და სოფლად სახლის პროგრამებიც. ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ აქტიურია სახელმწიფო - წელს, დაახლოებით, 1 700 ოჯახი დავაკმაყოფილეთ ბინით და 2 700-მდე ბინა კიდევ ექვემდებარება გადაცემას. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით, 16 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში. წელს კიდევ 2 000 ოჯახთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კარგად რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილთა განსახლების საკითხი, გეტყვით, რომ 2012 წლამდე ამ სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის არის გათვალისწინებული 240 მილიონი და ესეც მზარდია. 2012 წლამდე, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რაოდენობა იყო 19 000 და აქედანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერვე დაკავებული ფართები დაუკანონეს. 2012 წლიდან ვითარება არსებითად შეიცვალა და შეიცვალა მხოლოდ დადებითისკენ. გაზრდილი ბიუჯეტის გარდა, რიცხვები ასახავს ამ ყველაფერს - დაახლოებით, 45 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. ბუნებრივია, დევნილთა განსახლება პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“
მიხეილ სარჯველაძე
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე: 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები