საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა, რომ დღეიდან აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იძულებით გადაადგილებული 1600 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ 7 კორპუსში დევნილი ოჯახები დასახლდებიან. პროექტი, რომლის ღირებულებამ 280 მილიონი ლარი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ათეულობით წლიანი მოლოდინის შემდეგ, დევნილებისთვის საკუთარი სახლის ქონა სტაბილურობისა და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა.
"დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს, ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს, ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაცულობას. ნიშნავს შესაძლებლობას, ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. ამასთან, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით გაცოცხლდეს ეს არეალი," - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ახლად აშენებულ 7 კორპუსში 1600 დევნილი ოჯახი დასახლდება. პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბინები დევნილ ოჯახებს საზეიმოდ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად გადასცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2280 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი - 1600 დევნილ ოჯახს თბილისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა
- რუსთავი 2ახლო მომავალში, კიდევ 2 700-მდე დევნილი ოჯახი იზეიმებს ახალი ბინის მიღებას - მიხეილ სარჯველაძე
- POSTV1600 დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცათ •
- იმედინიუსიკახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
- POSTVკახა კალაძე: „1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი
- რუსთავი 2ახალი ბინები 1600 დევნილ ოჯახს - თვალჭრელიძის ქუჩაზე უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დასრულებულია
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს, ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს, ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაცულობას. ნიშნავს შესაძლებლობას, ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. ამასთან, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით გაცოცხლდეს ეს არეალი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…