პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჩაგვეთვალა წაგებად, თუმცა ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა არის ერთადერთი არჩევანი – ქსკ „ლანჩხუთი“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქსკ „ლანჩხუთს“ „ნიკე-ლუსოსთან“ არშემდგარ მატჩში წაგება ჩაუთვალა. ლანჩხუთელებმა თამაშზე უარი მეტოქე გუნდის 19 წლის ფეხბურთელის სოლიდარობის ნიშნად თქვეს, რომელიც საკუთარი კლუბის მფლობელს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.

„ჩაგვეთვალა წაგებად, თუმცა ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა არის ერთადერთი არჩევანი – ქსკ „ლანჩხუთი“
ბათუმელები

ქალთა საფეხბურთო კლუბი, ქსკ ლანჩხუთი ადასტურებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი, რომელიც ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელი ქალის სოლიდარობის და ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად არ ითამაშეს, წაგებაში ჩაეთვალათ.

ამავე დროს, ქსკ ლანჩხუთი აცხადებს, რომ ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა იყო ერთადერთი არჩევანი.

„შეგვიძლია დავადასტუროთ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ნიკე-ლუსოსთან არშემდგარ მატჩში ჩვენს კლუბს ჩაეთვალა წაგება.

გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს გელოდებით ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე თბილისში, „კვარტალის“ წინააღმდეგ, 3 ნოემბერს, 14:30 წუთზე, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში“ – წერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

იმავე დღეს გუნდმა განმარტა, რომ ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნიკე-ლუსოს“ 19 წლის ქალ ფეხბურთელს, რომელიც გუნდის მფლობელს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. ფეხბურთელის ქალების პროტესტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, კლუბ „ნიკე ლუსოს“ მფლობელი ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ლანჩხუთელი ფეხბურთელი ქალების სოლიდარობას მთელს ქვეყანაში მოჰყვა გამოხმაურება. არაერთი ქალთა საფეხბურთო კლუბი შეუერთდა ლანჩხუთის ქსკ-ს კამპანიას – „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

კამპანიას განცხადებით გამოეხმაურა კლუბი „ნიკე ლუსოც“. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებულ „ცილისმწამებლურ განცხადებასთან“ და მასში მითითებულ „განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან“ დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ჩვენთვის მთავარი სწორ მხარეს დგომაა“ - „ლანჩხუთს“ პროტესტის ნიშნად მატჩის ჩაშლა წაგებად ჩაეთვალა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჩვენთვის მთავარი სწორ მხარეს დგომაა“ - „ლანჩხუთს“ პროტესტის ნიშნად მატჩის ჩაშლა წაგებად ჩაეთვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები