„ჩვენთვის მთავარი სწორ მხარეს დგომაა“ - „ლანჩხუთს“ პროტესტის ნიშნად მატჩის ჩაშლა წაგებად ჩაეთვალა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ პროტესტის ნიშნად მატჩის ჩაშლის გამო წაგება ჩაუთვალა. კლუბმა სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთელს, რომლის გაუპატიურებაში ბრალდებული „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი სასამართლომ გაამართლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბ ნიკე - ლუსოსთან 29 სექტემბერს არშემდგარ მატჩში, რომელიც ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“, კოლეგის სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად ჩაშალა, გუნდს წაგება ჩაეთვალა.
ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკგვერდზე ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ თავად დაადასტურა და დაწერა:
„გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია“.
„ლანჩხუთმა“ გულშემატკივრები მიიწვია ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე, რომელიც თბილისში, კვარტალის წინააღმდეგ, 3 ნოემბერს, 14:30 წუთზე, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი და და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პროტესტი პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს და მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, მატჩი ჩაშალეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…