პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან" ისევ არ ითამაშა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩზე პროტესტის ნიშნად მორიგ ჯერზე თქვა უარი და მოედანი დატოვა. პროტესტი მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული კლუბის ყოფილი პრეზიდენტი მეჰმეთ უიარი გაამართლა.

"ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან" ისევ არ ითამაშა
რადიო თავისუფლება

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე მორიგ ჯერზე განაცხადა უარი და მატჩი ჩაშალა.

კლუბები დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სასტვენის შემდეგ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა ბურთი მსაჯს გადასცეს და მოედანი დატოვეს.

"ყოჩაღ, ლანჩხუთი!" - ისმის კლუბის წევრების მოქმედების მხარდამჭერი შეძახილი "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "არანაირი ჩემპიონატი არ არის ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებაზე მნიშვნელოვანი!".

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე პროტესტის ნიშნად უარი 29 სექტემბერსაც განაცხადა.

მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. თამაშის დასაწყებად მსაჯის სასტვენის შემდეგ კი „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა მოედანზე ერთად გაშალეს საპროტესტო ბანერი წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთს“ კოლეგის სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად ჩაშლილი მატჩი წაგებად ჩაუთვალა.

რა იწვევს "ლანჩხუთის" ფეხბურთელების პროტესტს

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს პროტესტი და მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, მატჩი ჩაშალეს.

2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.

მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა. მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელსაც შემდეგ „ნიკე-ლუსო“ ეწოდა, 2024 წელს შეიძინა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჩაგვეთვალა წაგებად, თუმცა ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა არის ერთადერთი არჩევანი – ქსკ „ლანჩხუთი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები