პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო - აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება ედება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო - აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული
ინტერპრესნიუსი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება ედება.

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ყარაჯალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება.

მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები