ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა

თბილისის საქალაქო სასამართლო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა. პროტესტის მიზეზი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც „ნიკე ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, მეჰმეთ უიარი, სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა
ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალაალია

ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა.

კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ მათი პროტესტის მიზეზი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა – როდესაც გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო ნიკე ლუსოს ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.

,,საგანგებო განცხადება!

ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!

თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.

🔘 სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.

🔘 ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.

🔘 და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!” – წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ქალთა საფეხბურთო კლუბი – ლანჩხუთი

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.