Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
Sport.fr-ის ცნობით, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შემტევი ნახევარმცველის, ალექსეი ბატრაკოვის დამატებას განიხილავს. პარიზული კლუბი სატრანსფერო გეგმების შეცვლას იძულებითი წესით გეგმავს, რადგან ქართველი ფეხბურთელი გუნდს ექვსი თვე ვერ დაეხმარება.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო, პსჟ შეტევის ხაზის გასაძლიერებლად იანვარში „გალათასარაის“ 21 წლის შემტევი ნახევარმცველის, ალექსეი ბატრაკოვის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, - იტყობინება Sport.fr.
გამოცემის მტკიცებით, პარიზული კლუბი ზამთარში ბატრაკოვის შეძენას არ აპირებდა, მაგრამ ვინაიდან კვარაცხელია მინიმუმ ექვსი თვე ვერ დაეხმარება გუნდს, მწვრთნელი ლუის ენრიკე და სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში იძულებული გახდნენ სატრანსფერო გეგმებში ცვლილებები შეეტანათ.
„პარი სენ ჟერმენს“ ბატრაკოვის გადაბირება შეიძლება იმ ფაქტმა გაუადვილოს, რომ მისი გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევროა.
„გალათასარაი“ კი ალექსეის გაშვებას არ აპირებს და სეზონურ გასამრჯელოს, 3.25 მილიონს 4 მილიონამდე გაუზრდის.
ბატრაკოვს სტამბოლურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 28 მილიონია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…