[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
ალექსანდრე თოფურია კატარში გამართულ UFC Fight Night-ის ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ეს ქართველი მებრძოლისთვის UFC-ში პირველი წაგებაა.
დღეს, 21 ნოემბერს, კატარში, ABHA არენაზე, UFC Fight Night-ის ღონისძიებაზე, წინასწარი ქარდის ბოლო, სამრაუნდიან ბრძოლაში, ალექსანდრე თოფურია (7-2) მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან (9-1) დამარცხდა.
პირველ რაუნდში მებრძოლებმა მძიმე დარტყმები გაცვალეს. სამწუხაროდ, ალექსანდრემ იდაყვი იტკინა. მეორე რაუნდი პირწმინდად მექსიკელის უპირატესობით წარიმართა და ალექსანდრეს სახის არეში დაზიანება მიაყენა.
მესამე რაუნდის ბოლოს თოფურიამ კარგი კომბინაცია განახორციელა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შეგახსენებთ, ამ ბრძოლამდე ალექსანდრემ UFC-ში კოლბი თიქნესი და ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.
თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 8 გამარჯვება და 2 მარცხია, UFC-ში კი ქართველი პირველად დამარცხდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…