წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
ლა ლიგის მე-11 ტურში „რაიო ვალეკანომ“ „სელტა“ 3:0 დაამარცხა. გიორგი წიტაიშვილი მადრიდული გუნდის შემადგენლობაში შესვენების შემდეგ შეცვლაზე შევიდა.

ლა ლიგის მე-11 ტურში „რაიო ვალეკანომ“ საკუთარ მოედანზე „სელტა“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერია (1 წაგება, 2 ფრე) შეწყვიტა.
მასპინძელთა გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: Sofascore 6.8, Flashscore 6.6, Whoscored 6.5.
„რაიო ვალეკანოს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 ნოემბერს, სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.
მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“
რაიო ვალეკანო - სელტა 3:0
გოლები: 1:0 დე ფრუტოსი (36), 2:0 დე ფრუტოსი (55), 3:0 ლოპესი (73)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…