წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
ლა ლიგის მეცხრე ტურში „ხეტაფე“ და „რაიო ვალეკანო“ 1:1 დაზავდნენ. მასპინძელთა რიგებში საბა საზონოვი სათადარიგო იყო, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა.

ლა ლიგის მეცხრე ტურში „ხეტაფე“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა - 1:1.
სტუმრები გარსიამ დააწინაურა, 28-ე წუთზე კი მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მასპინძელთა ნახევარმცველი ჯენე გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „ხეტაფემ“ შესვენების შემდეგ სატრიანოს გოლით ანგარიში გაათანაბრა. „რაიო ვალეკანოს“ მარჯვენა გარემარბი წიტაიშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, დარჩენილ დროში მისი გუნდი ბევრს უტევდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.8, Flashscore 6.8, Whoscored 6.3.
მასპინძელთა მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ხეტაფე“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, სახლში კონფერენს ლიგაზე „ლუგანოსთან“ გამართავს.
„რაიო ვალეკანოს“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით მე-13 პოზიციაზეა და 24 ოქტომბერს „ელჩეს“ უმასპინძლებს.
ხეტაფე. „კოლიზეუმი“
ხეტაფე - რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 გარსია (11), 1:1 სატრიანო (56)
გაძევება: ჯენე (28, ხეტაფე)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.