პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში ხეტაფემ სევილიას 3:1 მოუგო. მატჩში ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგი ქოჩორაშვილი 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო.

სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
სპორტალი

ლა ლიგის მე-11 ტურში „ხეტაფემ“ საკუთარ მოედანზე „სევილიას“ 3:1 სძლია.

მასპინძელთა მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო, სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„ხეტაფე“ ამ მომენტისთვის 12 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე სახლში „ბრაიტონს“ დაუპირისპირდება.

„სევილია“ 17 ქულით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზეა და 7 ნოემბერს „ალავესს“ უმასპინძლებს.

ხეტაფე. „კოლიზეუმი“

ხეტაფე - სევილია 3:1

გოლები: 0:1 სალასი (19), 1:1 უნალი (68), 2:1 სარტიანო (73), 3:1 მანგალა (90+4)

გაძევება: ბუენო (90+1, სევილია)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები