წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „რაიო ვალეკანოს“ შემადგენლობაში „რეკრეატივოს“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „რაიო ვალეკანომ“ გასვლაზე დამატებით დროში ქვედალიგურ „რეკრეატივოს“ 3:2 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„რაიო ვალეკანო“ მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს გამართავს - ლა ლიგის მე-11 ტურში „სელტას“ უმასპინძლებს.
უელვა. „ნუევო კოლომბინო“
რეკრეატივო - რაიო ვალეკანო 2:3 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 1:0 მარინი (23), 1:1 ალემაო (43, პენ), 1:2 ალემაო (97), 1:3 დე ფრუტოსი (99), 2:3 რომერო (109, პენ)
გაძევება: რიერა (41, რეკრეატივო), ლეჟიენი (108, რაიო ვალეკანო)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…