ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალი მაროკოელ შემტევ ბრაჰიმ დიასთან კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მხარეებმა შეთანხმებას ჯერ კიდევ ივლისში მიაღწიეს და ამჟამად მხოლოდ ფორმალური პროცედურები რჩება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეალი" გუნდის 27 წლის მაროკოელ შემტევ ბრაჰიმ დიასს ახალ კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
მხარეებმა ამ შეთანხმებას ჯერ კიდევ ივლისში მიაღწიეს და ახლა ფორმალური მხარეებიღა დარჩა, რის შემდეგაც ახალ შრომით ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.
ბრაჰიმი "სამეფო გუნდში" 2019 წელს "სიტიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარდა. "ბლანკოსს" ის 3 სეზონის განმავლობაში "მილანში" ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში დიასმა ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში და 3 ასისტი მიითვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…