ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-10 ტურში "კიოლნთან" ფრედ, 1:1 ითამაშა, რაც კლუბისთვის 2004/05 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელია. მატჩისას გუნდმა ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე ტრავმების გამო დაკარგა.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "კიოლნი" "ბაიერნს" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მიუნხენურმა გრანდმა მეტოქის კარში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა განახორციელა.
სტატისტიკური პორტალ Opta-ს მონაცემებით, ეს მიუნხენური კლუბის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბუნდესლიგაში მას შემდეგ, რაც 2004/05 წლების სეზონში სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო.
ამას გარდა, "რეკორდმაისტერს" 2 ლიდერი ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე დაუშავდა. პირველ მათგანს მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსარში იოგები გაუწყდა და მოედანზე რამდენიმე თვე ვერ გავა.
რაც შეეხება ოლისეს, ფრანგს ტერფის წინა ნაწილის დაჟეჟილობა დაუდგინდა და უახლოეს დღეებში მკურნალობის კურსს გაივლის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…