ელისო ბოლქვაძე: ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება კულტურული ტრადიციების დასაცავად და გასაცოცხლებლად, და არა მათ ჩასანაცვლებლად. მან ამის შესახებ ბაქოში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმზე ისაუბრა.

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართული კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა. იგი ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც პანელურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…