ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწრო

კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწრო, რომელიც ილჰამ ალიევმა გახსნა.

კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწრო
კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწროიმედინიუსი

კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმს დაესწრო. ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ფორუმის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიღწევაა. წლევანდელი დისკუსიის თემა იყო „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“.

ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა.

„დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, კულტურათაშორის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეიარაღებული კონფლიქტები, სოციალური უთანასწორობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ხშირად კიდევ უფრო ართულებს საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას. კულტურას აქვს უნიკალური ძალა, გააერთიანოს და დააახლოოს განსხვავებული საზოგადოებები, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია შამათავამ.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე.

პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.

სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, კულტურათაშორის დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეიარაღებული კონფლიქტები, სოციალური უთანასწორობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ხშირად კიდევ უფრო ართულებს საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას. კულტურას აქვს უნიკალური ძალა, გააერთიანოს და დააახლოოს განსხვავებული საზოგადოებები, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას“
ნათია შამათავა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ადილ კარიმლის მიწვევით, ბაქოში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტის“ დადგმას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები