პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ელისო ბოლქვაძე: კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც კულტურის როლსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ელისო ბოლქვაძე: კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე
იმედინიუსი

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და პანელური დისკუსიის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.

„კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოელისო ბოლქვაძე: ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურის სფეროს მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები