გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატების განცხადებებზე: „რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ, ანდა როდესაც მოლდოვაში ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? საქართველოზე რომ ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა და არ უნდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ისინი საქართველოში საკუთარ აგენტურას იცავენ, მაშინ როცა უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე მსგავსი რეაქცია არ ჰქონიათ.

„რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ, ანდა როდესაც მოლდოვაში ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? საქართველოზე რომ ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა და არ უნდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი სოსიაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„ეს ხომ ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევისა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა?! რა ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, როცა პირდაპირ სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ და გვეუბნებიან, რომ თუ არ გაიწვევთ ამ სარჩელს – პირდაპირ მუქარაზე გადადიან? რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ? რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც მოლდოვაში, ივლისის თვეში, ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? პოლიტიკური პარტიები აკრძალულია პოლონეთსა და გერმანიაში. საქართველოზე რომ გამოდიან და თავიანთი აგენტურის აკრძალვაზე ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა. არ უნდათ ამ ბიუროკრატებს თავიანთი აგენტურის დაკარგვა – მათი წარმომადგენლებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
ამ ბიუროკრატებისგან ნამდვილად არ მიკვირს მსგავსი გამოხტომები. ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში, გვახსოვს, პირდაპირ ახდენდნენ რადიკალების წაქეზებას საქართველოში. როცა რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებას ახდენს ევროპელი პოლიტიკოსი და პირდაპირ მოუწოდებს მათ, გმირებად აცხადებს მათ, ვინც სახელმწიფოსა და პოლიციაზე ხელი აღმართა, მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, სახელმწიფო შენობების გადაწვა სცადა – ასეთი ადამიანებისგან ნამდვილად არ მიკვირს, სასამართლოზე ზეწოლა განახორციელონ და სარჩელის უკან გაწვევის მუქარით გამოვიდნენ. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მუქარა გვახსოვს მათგან და სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენი სუვერენიტეტი მტკიცეა, მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და ტყუილად იღლებიან ამ მუქარებით, ტყუილად გამოდიან თავიანთი ფსევდორეზოლუციებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს აგენტურული და ანტიკონსტიტუციური ძალების ბოგინი“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ, ანდა როდესაც მოლდოვაში ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? საქართველოზე რომ ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა და არ უნდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები“
„ეს ხომ ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევისა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა?! რა ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, როცა პირდაპირ სასამართლოზე ზეწოლას ახდენენ და გვეუბნებიან, რომ თუ არ გაიწვევთ ამ სარჩელს – პირდაპირ მუქარაზე გადადიან? რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ? რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც მოლდოვაში, ივლისის თვეში, ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? პოლიტიკური პარტიები აკრძალულია პოლონეთსა და გერმანიაში. საქართველოზე რომ გამოდიან და თავიანთი აგენტურის აკრძალვაზე ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა. არ უნდათ ამ ბიუროკრატებს თავიანთი აგენტურის დაკარგვა – მათი წარმომადგენლებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები. ამ ბიუროკრატებისგან ნამდვილად არ მიკვირს მსგავსი გამოხტომები. ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში, გვახსოვს, პირდაპირ ახდენდნენ რადიკალების წაქეზებას საქართველოში. როცა რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებას ახდენს ევროპელი პოლიტიკოსი და პირდაპირ მოუწოდებს მათ, გმირებად აცხადებს მათ, ვინც სახელმწიფოსა და პოლიციაზე ხელი აღმართა, მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, სახელმწიფო შენობების გადაწვა სცადა – ასეთი ადამიანებისგან ნამდვილად არ მიკვირს, სასამართლოზე ზეწოლა განახორციელონ და სარჩელის უკან გაწვევის მუქარით გამოვიდნენ. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი მუქარა გვახსოვს მათგან და სულ უფრო მეტად რწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენი სუვერენიტეტი მტკიცეა, მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და ტყუილად იღლებიან ამ მუქარებით, ტყუილად გამოდიან თავიანთი ფსევდორეზოლუციებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს აგენტურული და ანტიკონსტიტუციური ძალების ბოგინი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…